
უკრაინული მედიის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთის რამდენიმე რეგიონზე თავდასხმა განხორციელდა. იერიშის სამიზნე გახდა სტავროპოლის მხარეში მდებარე სამრეწველო ზონა, სადაც ხანძარი გაჩნდა.
მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მოსკოვის მიმართულებით გაშვებული დრონები ჩამოაგდეს. მისი ინფორმაციით, რუსეთის დედაქალაქთან სულ 11 უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა.
განცხადებას ავრცელებს ასევე მოსკოვის ოლქის გუბერნატორი ანდრეი ვორობიოვი, რომლის თქმითაც, უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად რეგიონში სამი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა. ვორობიოვის განცხადებით, ღამის განმავლობაში მოსკოვის ოლქის თავზე 81 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
დრონების თავდასხმების ფონზე, მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტი რეისებს შეზღუდული რეჟიმით იღებს, ხოლო ჟუკოვსკის აეროპორტში დროებით ფრენითი შეზღუდვები დაწესდა.
სტავროპოლის გუბერნატორის, ვლადიმირ ვლადიმიროვის განცხადებით, თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა ვიაზნიკის დასახლებაში მდებარე სამრეწველო ზონაში.
0
0