
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიაში კავშირების განბლოკვასთან დაკავშირებით წინადადება წარუდგინა.
კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდის სტატიაში აღნიშნულია, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ, რომელსაც სურს, წარმოაჩინოს გლობალური კონფლიქტების მოგვარებაში თავისი ძალისხმევა, წარმოადგინა ახალი გეგმა, რომელიც აშშ-ის ბიზნესის, როგორც სტაბილიზაციის ძალის მონაწილეობას ითვალისწინებს.
ამასთან, სომხური გამოცემა, „არმენპრესის“ კითხვის საპასუხოდ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ამ ცნობებთან დაკავშირებით გასაზიარებელი ინფორმაცია არ აქვთ.
„ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობისკენ მიმართულ ძალისხმევას. ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც პრესაში მითითებულ ცნობებთან დაკავშირებით უნდა გავაზიაროთ“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა წერილობით კომენტარში.
0
0