
ნავთობის მწარმოებელი ქვეყნების, „ოპეკ+“-ის ჯგუფის შვიდმა ქვეყანამ, მათ შორის ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთმა ქვეყანამ გადაწყვიტა, ივნისიდან ნავთობის წარმოება დღეში დამატებით 188 000 ბარელით გაზარდონ.
მედიის ცნობით, შვიდი ქვეყანა, რომლებიც წარმოების გაზრდაზე დათანხმდნენ, არიან საუდის არაბეთი, ერაყი, ქუვეითი, ომანი, რუსეთი, ალჟირი და ყაზახეთი. მათ განაცხადეს, რომ ნავთობის წარმოების გაზრდის მიზეზი ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების გათვალისწინებით „ბაზრის სტიმულირებაა“.
ამასთან, აღნიშნული შვიდი ქვეყანა შეთანხმდა, რომ „ბაზრის პირობების, შესაბამისობისა და კომპენსაციის განსახილველად“ ისინი ყოველთვიურ შეხვედრებს გამართავენ.
თუმცა „სქაინიუსი“ წერს, რომ წარმოების გაზრდის ნაბიჯი ძირითადად სიმბოლურია, რადგან ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო ნავთობის დიდი ნაწილის დანიშნულების ადგილამდე მიღწევა შეფერხებულია.
0
0