
შეერთებულმა შტატებმა წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში ნარკოტიკების გადამტან გემებზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა.
აშშ-ის თავდაცვის მდივანის, პიტ ჰეგსეტის განცხადებით, თითოეულ გემზე სამი ნარკოტერორისტი იმყოფებოდა.
„გუშინ, პრეზიდენტ ტრამპის მითითებით, ორი სასიკვდილო კინეტიკური დარტყმა განხორციელდა ორ გემზე, რომლებსაც ტერორისტული ორგანიზაციები მართავდნენ. ჩვენი დაზვერვისთვის ეს გემები ცნობილი იყო, როგორც ნარკოტიკების უკანონო კონტრაბანდასთან დაკავშირებული, მათ ნარკოტიკები გადაჰქონდათ და ნარკოტრეფიკინგის ცნობილი სატრანზიტო მარშრუტით გადაადგილდებოდნენ. ორივე დარტყმა საერთაშორისო წყლებში განხორციელდა და თითოეულ გემზე სამი ნარკოტერორისტი იმყოფებოდა. ექვსივე დაიღუპა. აშშ-ის ძალები არ დაშავებულან. პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, ჩვენ ვიცავთ სამშობლოს და ვკლავთ ამ კარტელის ტერორისტებს, რომლებსაც ჩვენი ქვეყნისა და მისი ხალხისთვის ზიანის მიყენება სურთ“, – დაწერა ჰეგსეტმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
1
0