28/10/2022
14:21
მსოფლიო
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა შირზაში თავდასხმის აღკვეთის შესახებ განაცხადა.
როგორც „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს, თავდასხმა ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით იგეგმებოდა. აღკვეთილი თავდასხმის შესახებ სხვა დეტალები არ გავრცელებულა.
მანამდე ორი დღით ადრე, შირაზში, შიიტებისთვის წმინდა ადგილას შეიარაღებული პირის მიერ გახსნილ ცეცხლს 15 ადამიანი ემსხვერპლა.
ირანის მთავრობის ორგანიზებით დღეს პარასკევის ლოცვის შემდეგ, ოთხშაბათს მომხდარი თავდასხმის წინააღმდეგ დემონსტრაციები იმართება. ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ საპასუხო ზომებს მიიღებენ მათ წინააღმდეგ, ვინც ქვეყნის უსაფრთხოებას ემუქრება. ირანის ხელისუფლების ცნობით, შირაზში თავდასხმის შემსრულებელი დაკავებულია. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
0
0