13/06/2023
22:59
მსოფლიო
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ფორმალურად დაკავებულია. ამის შესახებ „სიენენი“ წერს.
ტრამპი ცოტა ხნის წინ მაიამის ფედერალურ სასამართლოში მივიდა, სადაც მას ბრალს გააცნობენ.
ტრამპის დაკავების შემთხვევა ფორმალური პროცედურაა, ამიტომ ყოფილ პრეზიდენტს ბორკილები არ დაადეს და “დაკავების ფოტო” არ გადაუღეს.
სასამართლომ მოსმენის დროს ნებისმიერი ტრანსლაცია, ასევე ფოტო და ვიდეოგადაღება აკრძალა, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ტრამპი ბრალდების არცერთ პუნქტში არ აღიარებს საკუთარ თავს დამნაშავედ.
ბრალის წაყენების პროცესში ტრამპი ფორმალურად დაკავებულად ითვლება. როგორც მედია წერს, მოსალოდნელია, რომ სასამართლო პროცესის დროს ტრამპს თითის ანაბეჭდებს აუღებენ.
დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებისთვის ბრალი შვიდი მუხლით 37 ეპიზოდზე აქვს წარდგენილი.
0
0