
მედიასთან დაკავშირებით ვაპირებთ, ეფექტური მექანიზმები შემოვიტანოთ, ამ თვალსაზრისით, საუკეთესო სტანდარტი ბრიტანული მოდელია, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა აქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მახაშვილის თქმით, ამ სტანდარტებს საქართველოში დანერგვა სჭირდება.
„დღეს არსებული სტანდარტები არ ფუნქციონირებს. ვაპირებთ, აღსრულების ეფექტური მექანიზმები შემოვიტანოთ და ამ თვალსაზრისით, საუკეთესო სტანდარტი ბრიტანული მოდელია. რა თქმა უნდა, ეს ზოგადი განაცხადია და ამ სტანდარტებს საქართველოში დანერგვა სჭირდება. ცვლილებები ქართულ რეალობას მაქსიმალურად უნდა მოერგოს. ცვლილებების მთავარი არსია, რომ საქართველოს რეალობაში ბევრად ეფექტური ნორმები შემოვიდეს, რათა ვინც მიჩნევს, რომ მედიამ რეგულაციები დაარღვია, მათ საკუთარი უფლებების უფრო ეფექტიანად დაცვა შეძლონ. ვინმეს იდეები თუ აქვს, რა როგორ სჯობს, ამისთვის ღია ვართ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
0
0