-share.jpg)
საკითხი განიხილება კომისიის უახლოეს სხდომაზე და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ განმცხადებელი ინფორმირებული იქნება დაუყოვნებლივ.
გარდა ამისა, გორის მუნიციპალიტეტის მერია განმარტავს, რომ „2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის“ მიხედვით შესაძლებელია გენადი ბესტაევის, როგორც გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები პირის დახმარება, ამისთვის პაციენტის ოჯახის უფლებამოსილმა წევრმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, რაც მოქალაქე დავით ქაცარავას როგორც სიტყვიერად, ასევე, წერილობით ეცნობა, თუმცა ამ დრომდე მერიაში შესაბამისი დოკუმენტაცია წარდგენილი არ არის.
გორის მერია კვლავ გამოთქვამს მზაობას კანონით დადგენილი პროცედურების გავლის შემდეგ დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში, მოახდინოს წესის მიხედვით განსაზღვრული თანხის გადარიცხვა ბესტაევის მკურნალობის მიზნით.
0
0