29/10/2021
10:37
სამართალი
ბრალდებებს უსაფრთხოების სამსახურში მათი დისკრედიტაციისთვის მიზანმიმართული კამპანიის ნაწილად მიიჩნევენ.
"გუშინ კონკრეტულ მედიასაშუალებებში გავრცელდა დეზინფორმაცია და აბსურდული ბრალდებები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი მოქმედებების ლობირების შესახებ, კერძოდ, ე.წ. "ქოლცენტრების" მიერ დიდი ოდენობით თანხების თაღლითური გზით მითვისების შესახებ. აღნიშნული წარმოადგენს სახელმწფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ მიმართული, მადისკრედიტირებელი კამპანიის გაგრძელებას.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ამ კამპანიის უკან დგანან ის პირები და პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფები, რომლებიც თავად არაერთხელ ყოფილან ჩართული დანაშაულებრივ საქმიანობაში, მათ შორის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფინანსური თანხების მითვისებაში," - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი საბედაშვილმა.
შეგახსენებთ, ონლაინ სავაჭრო პლატფორმებზე გამოვლენილია თაღლითურად მითვისების შემთხვევები - საუბარია ათობით მილიონი ევროზე. იმის დასადგენად თუ ვინ დგას ტრანსნაციონალური ქოლცენტრების უკან გამოძიება მიმდინარეობს.
0
0