
სამხრეთ კავკასიის ამბებზე მომუშავე მედიაორგანიზაცია OC Media-ს ბოდიშის მოხდა და განმარტების გაკეთება მოუწია იმაზე, თუ რატომ არ გამოაქვეყნეს ცალკე ამბად შალვა პაპუაშვილის პასუხი მათ ბრალდებებზე, იმის მიუხედავად, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ოფისსა და მედიაორგანიზაციას შორის ეს შეთანხმება შედგა.
მედიაორგანიზაცია არასწორ კომუნიკაციაზე საუბრობს და ბოდიშს იხდის:
OC Media-ს ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს უარი განუცხადეს საკუთარი მოსაზრების გამოქვეყნებაზე, შალვა პაპუაშვილმა საჩივარი უშუალოდ ორგანიზაციასთან გაგზავნა. OC Media-ის დღეს განახლებული ტექსტი:
„ვაღიარებთ, რომ არაადეკვატური კომუნიკაციის დროს, ჩვენმა ოფისმა უნებლიედ გასცა რეკომენდაცია, რომ ბატონი პაპუაშვილის მოსაზრება ცალკე სტატიის სახით გამოქვეყნებულიყო და არა როგორც ახალი ამბების ნაწილი. ეს არ იყო ჩვენი სურვილი, თუმცა აღნიშნულ გაუგებრობაზე პასუხისმგებელნი ვართ. ბოდიშს ვიხდით შეცდომისთვის."
ივნისში პარლამენტის თავმჯდომარის ოფისმა მედიაორგანიზაციას შალვა პაპუაშვილის წერილი გაუგზავნა გამოსაქვეყნებლად, თუმცა OC Media-მ უარი განაცხადა წერილის გამოქვეყნებაზე, რის შესახებაც პარლამენტის თავმჯდომარის ოფისმა ინფორმაცია მედიაორგანიზაციის დონორებს მიაწოდა.
სწორედ ეს ფაქტი შეაფასა მედიაორგანიზაციამ ზეწოლად. ამის შემდეგ კი გამოცემის რედაქტორს მათ ბრალდებებზე შალვა პაპუაშვილის პასუხი გაეგზავნა, რომელშიც განმარტებული იყო, რატომ შედგა საუბარი მათსა და დონორებს შორის და შეთანხმდნენ, რომ ეს ინფორმაცია ორგანიზაციას ცალკე უნდა გამოექვეყნებინა, რაც არ გაკეთდა.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი OC Media-ს მიერ გამოთქმულ ბრალდებას, რომ თითქოს დონორების მეშვეობით მათზე განხორციელდა ზეწოლა სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა:
“ქვემოთ მოცემულია სამაგალითო შემთხვევა იმისა, თუ რატომ და როგორ ახდენს თვითგამოცხადებული „კრიტიკული მედია“ საქართველოში საკუთარი თავის დისკრედიტაციას, კარგავს საზოგადოების ნდობას და, როგორც წესი, ამთავრებს ერთმანეთთან, ან საკუთარ დახურულ წრესთან საუბრით” - დაწერა პაპუაშვილმა.
0
0