საშინაო პოლიტიკაში აშშ-ის ექს-პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწის ჯო გროგანის განცხადებით, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის შემდეგ, დემოკრატიულმა პარტიამ და მედიამ თავიანთი რიტორიკა უნდა „გააგრილონ“.
„სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს”, - განუცხადა ჯო გროგანმა Sky News-ს და „აშშ-ის პოლიტიკაში ტემპერატურის დაწევის“ შესახებ ჯო ბაიდენის მოწოდება განიხილა.
„მნიშვნელოვანია, რომ მან [ბაიდენმა] რიტორიკის შერბილებისკენ მოგვიწოდა... [მაგრამ] ძალიან დააგვიანდა საკამპანიო „მესიჯების“ შეცვლა... თუმცა ჯო ბაიდენის მიერ ერთგვარი „ზეთისხილის რტოს“ [შერიგებისა და მშვიდობის] ჟესტის გამოხატვა სასიამოვნოა.
ასევე, დროა, მედიამ შეწყვიტოს მუდმივად მძიმე ტერმინების გამოყენება. დემოკრატები ტყუილებს ავრცელებენ დონალდ ტრამპის შესახებ იმ მომენტიდან, როდესაც მან საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრა გადაწყვიტა და, განსაკუთრებით, მისი არჩევის დღიდან.
დროა, ვაღიაროთ, რომ არსებობენ ღირსეული ადამიანები, რომლებსაც უყვართ თავიანთი ქვეყანა და მისი გაძლიერება სურთ... არიან ადამიანები, რომლებიც მუშაობენ და მხარს უჭერენ დონალდ ტრამპს. როგორც დემოკრატიას, რესპუბლიკას ან, როგორც დასავლურ ცივილიზაციას, დონალდ ტრამპისა და მის მხარდამჭერების დასახასიათებლად მუდმივად მძიმე რიტორიკის გამოყენება არასაკადრისია,“ - განაცხადა ჯო გროგანმა.
0
0