
ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა დოვილე შაკალიენემ განაცხადა, რომ მან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ მანამდე ქვეყნის პრეზიდენტთან გიტანას ნაუსედასთან კონსულტაციებს გაივლის. ინფორმაციას ლიეტუვური მედია ავრცელებს.
„ლიეტუვის პრეზიდენტთან მოვილაპარაკეთ, რომ პრემიერ-მინისტრს განცხადებას გადადგომის შესახებ არ წარვუდგენ მანამ, სანამ მას არ გავესაუბრები. განცხადება დაწერილი მაქვს და დღეს პრეზიდენტს დაველაპარაკები. ჯერ ვერ ვხედავ მიზეზს, რომელიც ჩემს გადაწყვეტილებას შეცვლიდა, იმიტომ, რომ ეს პოლიტიკაა“, - განუცხადა შაკალიენემ ჟურნალისტებს.
თავდაცვის მინისტრის განმარტებით, მან თანამდებობის დატოვება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გაირკვა, რომ მოქმედი პრემიერ-მინისტრი ინგა რუგინენე და „სოციალ-დემოკრატიული“ პარტიის ლიდერი მინდაუგას სინკევიჩუსი მას არ ენდობიან.
ამბავს გამოეხმაურა ლიეტუვის პრემიერიც, რომელმაც განაცხადა, რომ შაკალიენეს განცხადებით გადადგომის შესახებ მისთვის ჯერ არ მიუმართავს.
1
0