
რუსეთში მეცხრეკლასელმა გოგონებმა, სკოლის ტუალეტში, კნუტი გაატყავეს და მისი ძვლებისგან დამზადებული სამკაულები წარმოადგინეს. ამის შესახებ Mash Telegram-ის არხი იტყობინება.
მისივე ცნობით, მეცხრე კლასის ორმა მოსწავლემ მეექვსე და მეშვიდე გაკვეთილებს შორის სკოლის ტუალეტში კნუტის ცხედარი შეიტანეს. იქ გაატყავეს და დანაწევრეს. შემდეგ კი სასწავლო დაწესებულებაში მოიარეს და აჩვენეს ცხოველის ძვლებისგან დამზადებული სამკაულები.
მოგვიანებით, სხვა მოსწავლეები შევიდნენ ტუალეტში, იგრძნეს გამორჩეული სუნი და აღმოაჩინეს დატოვებული მტკიცებულებები. Mash-ის ინფორმაციით, საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელობა „უარჰყოფს“ არსებულ ვითარებას - სკოლა ქალაქის ყველაზე ცუდი სასწავლო დაწესებულებების ათეულშია.
აღნიშნულია, რომ სკოლის მოსწავლეების მოსაზრებები იმის შესახებ, თუ რა გააკეთეს გოგოებმა, გაიყო. ზოგი კნუტის დანაწევრებაში ცუდს ვერაფერს ხედავს, ზოგი კი მოზარდების შემოწმებას ითხოვს. სიტუაციით სამართალდამცავი ორგანოები დაინტერესდნენ.
0
0