11/04/2023
13:12
მსოფლიო
გასულ კვირას, მეცნიერებმა ზღვის ყველაზე დიდ სიღრმეში მცურავი ლოკოკინის გადაღების რეკორდი დაამყარეს - იაპონიის სამხრეთ-აღმოსავლეთით, იძუ-ოგასარავას ღრმულში, მკვლევარებმა კამერით 8 კმ-ზე მეტ სიღრმეში მცურავი თევზი - Pseudoliparis-ის უცნობი სახეობის ზღვის ლოკოკინა - დააფიქსირეს.
წინა რეკორდი კი მაშინ დამყარდა, როდესაც სამხრეთ იაპონიასა და პაპუა-ახალ გვინეას შორის, მარიანას ღრმულის მიდამოებში, 8,178 მეტრის სიღრმეზე მობინადრე ლოკოკინა (Pseudoliparis swirei) დაფიქსირდა.
დიდი ხნის განმავლობაში მეცნიერებს სჯეროდათ, რომ, უმკაცრესი პირობების გამო, ოკეანის სიღრმეში სიცოცხლის ნიშნის აღმოჩენა წარმოუდგენელი იყო, თუმცა ეს აღქმა მკვეთრად შეიცვალა 1977 წელს, როდესაც აშშ-ის კვლევითმა ჯგუფმა წყნარ ოკეანეში დისტანციურად მართული მანქანა 2440 მ სიღრმეზე ჩაუშვა, რათა ჰიდროთერმული ხვრელებიდან სურათები გადაეღოთ. მკვლევარები გაოგნებულები იყვნენ, როდესაც ზღვის სიღრმეში ლოკოკინებით სავსე სავენტილაციო ხვრელები იპოვეს.
1977 წლის შემდეგ ოკეანოლოგებმა სავენტილაციო ხვრელების ირგვლივ მობინადრე ლოკოკინის 600-მდე უცნობი სახეობა აღმოაჩინეს.
როგორც ცნობილია, ზღვის ლოკოკინები ოკეანის ყველაზე ღრმა ნაწილში, ჰადალურ ზონაში, ბინადრობენ. ეს ზონა 600-11000 მ სიღრმეზე ვრცელდება და იქ მზის სინათლე ვერ აღწევს. როგორ შეუძლიათ ზღვის ბინადრებს ასეთ ექსტრემალურ გარემოში თავის გადარჩენა? ისინი ჰადალური ზონის პირობებთან უჯრედულ დონეზე ადაპტირდნენ. ლოკოკინები, ორგანული მოლეკულების (პიეზოლიტების) მაღალი კონცენტრაციის მეშვეობით, თავიდან იცილებენ თავიანთი უჯრედული მემბრანებისა და ცილების განადგურებას უკიდურესად მაღალი წნევის ქვეშ.
2022 წლის კვლევის მიხედვით, ზღვის სიღრმეში მობინადრე თევზები ასევე ადაპტირებულნი არიან დაბალჟანგბადიან გარემოსთან. მაგალითად, მექსიკურ მღვიმის თევზებს სისხლის უფრო დიდი წითელი უჯრედები აქვთ, ვიდრე წყლის ზედაპირთან ახლოს მცხოვრებ თევზებს. მათი სისხლის უჯრედები წარმოქმნის ჰემოგლობინის უფრო მაღალ კონცენტრაციას, პროტეინს, რომელიც ჟანგბადს ატარებს მთელ სხეულში.
0
0