მეცნიერებმა, სამხრეთ-დასავლეთ ინგლისის სანაპიროზე (სომერსეტში, ბატლინის დასასვენებელ ბანაკთან ახლოს) მსოფლიოში უძველესი განამარხებული ტყე აღმოაჩინეს. კემბრიჯისა და კარდიფის უნივერსიტეტების მკვლევარების თანახმად, ეს უძველესი განამარხებული მცენარეები პალმისებრი ხეებია, რომლებიც ოდესმე აღმოჩენილა ბრიტანეთში და, ზოგადად, დედამიწაზე.
მეცნიერები ახლადაღმოჩენილ მცენარეებს დღევანდელი ხეების ერთგვარ „პროტოტიპად“ მიიჩნევენ. მათი თქმით, ყველაზე მაღალი ხის სიმაღლე 4 მეტრამდე აღწევდა. მკვლევარებმა გაქვავებული ხის მორები და ფესვების კვალიც იპოვეს. ისინი განმარტავენ, თუ როგორ შეუწყო ხელი ადრეული ხანის ხეებმა ლანდშაფტების ჩამოყალიბებას და მდინარეებისა და ზღვების ნაპირების მდგრადობას ასობით მილიონი წლის წინ.
„აღმოჩენა იმის შესახებ, თუ როგორ იზრდებოდნენ მცენარეები უძველეს დროში, ძალიან მნიშვნელოვანია. საკმაოდ უცნაური ტყეა - არა ისეთი, როგორსაც დღეს ნახავთ. ნამარხი ტყე დევონური პერიოდით თარიღდება, ანუ 419-358 მილიონი წლის წინანდელია. სომერსეტის სანაპიროს ზონა იმ დროს ნახევრადარიდული დაბლობი იყო,“ - თქვა ბუნების ისტორიის მუზეუმის მცენარეთა ნამარხების ექსპერტმა, პოლ კენრიკმა.
0
0