22/08/2023
15:27
მსოფლიო
ექსპერტებმა ძველ ქალაქ კალჰუში [დღევანდელი ჩრდილოეთ ერაყის ტერიტორია], მეფე ასურნასირფალ II-ის სასახლეში, სამშენებლო მასალა გამოიკვლიეს და 2900 წლის წინანდელი თიხის აგურიდან დნმ ამოიღეს.
მოპოვებული დნმ-ის თანმიმდევრობის დადგენის შემდეგ, ექსპერტებმა მცენარეების, მათ შორის არყისა და კომბოსტოს, 34 ჯგუფი აღმოაჩინეს.
კოპენჰაგენის უნივერსიტეტის დოქტორმა ტროელს არბოლმა აღმოჩენილ თიხის აგურს „ბიომრავალფეროვნების დროის კაფსულა“ უწოდა.
ექსპერტები ფიქრობენ, რომ გენეტიკური მასალა მხოლოდ იმიტომ შენარჩუნდა, რომ აგური არ დამწვარა და ის ტალახისგან და ჩალისა და ცხოველური ღვარცოფისგან წარმოქნილი სხვა მასალისგან ბუნებრივად გამოშრა.
თიხის აგური იმ პერიოდის შესაბამისად თარიღდება, როდესაც სასახლის [ამჟამად ცნობილია, როგორც ნიმრუდის ჩრდილო-დასავლეთის სასახლე] სამშენებლო სამუშაოები ძვ.წ. 879 წელს დაიწყო და ძვ.წ. 869 წელს დასრულდა.
ამჟამად, ახლადაღმოჩენილი თიხის აგური დანიის ეროვნულ მუზეუმში ინახება.
მიუხედავად იმისა, რომ ახალი კვლევა მხოლოდ მცენარეებს მოიცავს, მკვლევარები თვლიან, რომ იმავე ტექნიკის გამოყენებით აღნიშნული პერიოდის ცხოველებისა და მწერების დნმ-ის მიგნებაც არის შესაძლებელი. მეცნიერებმა მცენარეული მასალა მანამდე სხვა ფოროვან მასალებზე (მაგალითად, ძვალზე) გამოყენებული ადაპტირებული მეთოდებით იპოვეს.
„თიხის მასალები მსოფლიოს სხვადასხვა ეპოქის არქეოლოგიურ ზონებში თითქმის ყოველთვის გვხვდება, რაც მათ დნმ-ის შემდგომი კვლევებისთვის პოტენციურად მდიდარ წყაროდ აქცევს,“ - აღნიშნავენ მეცნიერები.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერის სოფი ლუნდ რასმუსენის თქმით, მკვლევართა გუნდი ამ აღმოჩენებით "უაღრესად აღფრთოვანებულია" და მომავალი კვლევების ჩასატარებლად მზად არის.
0
0
დღეს ალავერდობაა
28/09/2024