
მეცნიერებმა დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და რთული ტიპის ქვიშის დიუნის ასაკი პირველად გამოთვალეს.
ქვიშის დიუნები ასობით მეტრ სიმაღლეს აღწევს და 700 მ სიგანისაა. ისინი გავრცელებულია აფრიკაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ისევე, როგორც მარსზე, თუმცა ექსპერტებს ამ დრომდე არასოდეს შეეძლოთ დაედგინათ მათი ფორმირების თარიღი. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ დიუნი, სახელად „ლალა ლალია“, მაროკოში, 13000 წლის წინ, წარმოიქმნა.
„ლალა ლალია“ (ჩრდილოეთ აფრიკის მკვიდრი ეთნიკური ჯგუფის ბერბერული სახელი, რაც უმაღლეს წმინდა წერტილს ნიშნავს) მდებარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთ მაროკოში, ერგ ჩების „ქვიშის ზღვაში“. თავდაპირველი ფორმირების შემდეგ, დაახლოებით 8000 წლის განმავლობაში, დიუნმა ზრდა შეწყვიტა და შემდეგ, ბოლო რამდენიმე ათასი წლის განმავლობაში, სწრაფად გაფართოვდა.
„დიუნებს საპირისპირო მიმართულებით მქროლავი ქარები ქმნის. მათი ასაკის გაგება მეცნიერებს ეხმარება ამ ქარების შესწავლასა და შესაბამისი ეპოქის კლიმატის გულდასმით გააანალიზებაში. ჩვეულებრივ, უდაბნოების იდენტიფიცირება შესაძლებელია დედამიწის გეოლოგიური ისტორიის მიხედვით, თუმცა ქვიშის დიუნები აქამდე არ ჩანდა. შესაძლოა იმიტომ, რომ ისინი იმდენად დიდია, რომ ვერ მივხვდით, თუ ერთ განსხვავებულ დიუნს ვიკვლევდით. ეს აღმოჩენები, ალბათ, ბევრ ადამიანს გააკვირვებს, რადგან ვიცით, რამდენად სწრაფად ჩამოყალიბდა ეს უზარმაზარი დიუნი და, რომ ის უდაბნოში წელიწადში დაახლოებით 50 სმ სიჩქარით მოძრაობს,“ - თქვა აბერისტუიტის უნივერსიტეტის მკვლევარმა ჯეფ დალერმა.
მეცნიერებმა ქვიშის დიუნის ასაკის გამოსაკვლევად ლუმინესცენციის დათარიღების ტექნიკა გამოიყენეს. მათ სიბნელეში აღებული ქვიშის ნიმუშები ძველმოდურ ფოტოსახელოსნოს მსგავს ლაბორატორიაში მუქი წითელი შუქის პირობებში გაანალიზეს. პროფესორმა დალერმა ქვიშაში არსებული მინერალური მარცვლები "პატარა დამუხტვად ბატარეებს" შეადარა. ისინი ბუნებრივ გარემოში რადიოაქტიურობისგან მიღებულ ენერგიას კრისტალებში ინახავს. რაც უფრო დიდხანს ყოვნდება ქვიშა მიწის ქვეშ, ის მით უფრო მეტ რადიოაქტიურობას განიცდის და მეტ ენერგიას აგროვებს. ლაბორატორიაში მარცვლები მსუბუქი ფორმით გამოყოფს ენერგიას და მეცნიერებს მათი ასაკის გამოთვლა შეუძლიათ.
გიგანტური დიუნის კიდევ ერთი ტიპი Star Dune-ი ფორმირებულია კოლორადოში (ჩრდილოეთ ამერიკაში), რომელიც ყველაზე მაღალი დიუნია აშშ-ში. მისი ზომა 225 მ-ია.
0
0