24/09/2021
11:08
მსოფლიო
“ამდენი კამათის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ცალსახა მონაცემების ნაკლებობაა”, – განუცხადა BBC News-ს ბურნმუთის უნივერსიტეტის პროფესორმა მეთიუ ბენეტმა.
ნიუ-მექსიკოში მომუშავე მეცნიერთა გუნდმა უამრავი ადამიანის ნაკვალევი აღმოაჩინა, რომლებიც 23,000-21,000 წლისწინანდელია და მიუთითებს იმაზე, რომ შესაძლოა დიდი მიგრაცია მოხდა და ეს ადრეული მოსახლეობა გაქრა. ნაკვალევი, წყალმცირე ტბის კიდეებზე, ლაფშია აღმოჩენილი. ეს ზონა ამჟამად ნიუ-მექსიკოს თეთრ ქვიშებზე პერიოდულად შრობად მომლაშო წყალსატევს წარმოადგენს.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის გუნდმა ადამიანთა ნაკვალევის ადგილზე, დანალექის ზედა და ქვედა ფენებში არსებულ მარცვლებზე, რადიოკარბონის დათარიღება ჩაატარა. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ნაკვალევი, ძირითადად, ბავშვებსა და მოზარდებს ეკუთვნის. შესაძლებელია, ისინი ზრდასრულებს ნადირობისას ეხმარებოდნენ იმ მეთოდით, რომელიც შემდგომში ამერიკული კულტურისთვის დამახასიათებელი გახდა. ეს ითვალისწინებდა კლდის პირას ნანადირევი ცხოველების გადატანას. შესაძლოა, მოზარდები შეშას, წყალს ან სხვა საჭირო ნივთებს აგროვებდნენ.
კემბრიჯის უნივერსიტეტში მოღვაწე გენეტიკოსმა, ანდრეა მანიკამ, თქვა, რომ ამ აღმოჩენას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ამერიკის მოსახლეობის ისტორიაზე.
”მე არ შემიძლია დავამტკიცო, რამდენად სანდოა აღმოჩენის დათარიღება (რადგან გამოცდილება მაკლია), მაგრამ 23,000 წლის წინ ჩრდილოეთ ამერიკაში ადამიანების არსებობის შესახებ მტკიცებულება ეწინააღმდეგება გენეტიკას, რაც ნათლად აჩვენებს, რომ მკვიდრი ამერიკელები აზიელებისგან დაახლოებით 15-16 000 წლის წინ განცალკევდნენ. ეს იმაზეც მეტყველებს, რომ ჩრდილოეთ ამერიკაში პირველი კოლონისტები ყინულის დერეფნის შექმნის შემდეგ ახალი ტალღით ჩანაცვლდნენ,” -განუცხადა მან BBC News-ს.
0
0