
პერიოდულად ერთი წუთის განმავლობაში ჩაჯდომის გაკეთებამ შეიძლება დაიცვას ტვინი ხანგრძლივი ჯდომის უარყოფითი გავლენისგან. კვლევა გამოქვეყნდა Journal of Applied Physiology-ში.
წინა კვლევებმა აჩვენა, რომ ტვინის აღმასრულებელი ფუნქციები, რომლებიც პასუხისმგებელია დავალების დაგეგმვაზე, კონცენტრირებაზე, დამახსოვრებასა და შესრულებაზე, შეიძლება გაუარესდეს ხანგრძლივი ჯდომით.
ახალი კვლევის ავტორებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელშიც ჯანმრთელი ზრდასრული მოხალისეები მონაწილეობდნენ. პირველი ჯგუფი მუდმივად იჯდა სამი საათის განმავლობაში, ხოლო მეორე ჯგუფი ყოველ 20 წუთში ერთხელ იღებდა შესვენებებს, რომლის დროსაც ისინი ასრულებდნენ ზედაპირულ ჩაჯდომებს ერთი წუთის განმავლობაში.
მონაწილეებმა შესვენების გარეშე ჯგუფში აღნიშნეს კონცენტრაციის უფრო დიდი შემცირება. სისხლის მიმოქცევა საძილე არტერიაში, რომელიც ტვინს ჟანგბადით ამარაგებს, 3,7%-ით შემცირდა ჯგუფში, რომელიც მუდმივად იჯდა. მოხალისეებში, რომლებიც ჩაჯდომებს აკეწთებდნენ, სისხლის ნაკადმა საძილე არტერიაში ოდნავ გაიზარდა (0,3%-ით).
0
0