02/05/2024
15:09
მსოფლიო
კემბრიჯისა და ლივერპულის უნივერსიტეტების მკვლევარებმა ერაყში, ბაღდადის ჩრდილოეთით მდებარე შანიდარის გამოქვაბულში, 75 000 წლის წინანდელი ნეანდერტალელი ადამიანის ჩონჩხი აღმოაჩინეს. მათ, თავის ქალის ძვლის 200-ზე მეტი ფრაგმენტი წებოვანი დამატენიანებელი მასალით შეაერთეს. კემბრიჯის ლაბორატორიაში, თავის ქალის მიკრო-CT სკანირების შემდეგ, მკვლევარებმა 3D ფორმატში მისი აღდგენა შეძლეს და კბილის მინანქრის აგებულებისა და კბილების ცვეთის დონის მიხედვით, დააადგინეს, რომ ჩონჩხი, სავარაუდოდ, 40 წლამდე ქალის იყო. არქეოლოგებმა ჩონჩხს შანიდარ ზ დაარქვეს.
გამოქვაბულში, ასევე, 10 სხვა ნეანდერტალელი ადამიანის ნაშთი აღმოაჩინეს. ერთ-ერთი ჩონჩხი დაფარულია ყვავილის მტვრით, რაც, მკვლევარების აზრით, ნიშნავს, რომ მკვდრები ყვავილებთან ერთად დაკრძალეს. თუმცა, ლივერპულის ჯონ მურსის უნივერსიტეტის პროფესორის კრის ჰანტის მიერ ჩატარებულის კვლევის მიხედვით, მტვერი ფუტკრებმა დატოვეს გამოქვაბულის იატაკზე. ასევე ველური თესლის, თხილისა და ბალახის კარბონიზებული ფრაგმენტები მიუთითებს, რომ ნეანდერტალელები გარდაცვლილების წინაშე კერძებს ამზადებდნენ.
„შანიდარ ზ დაკრძალული იყო ცოცხალ ადამიანებთან ახლოს, რომლებიც კერძებს ცეცხლზე ამზადებდნენ და იქვე მიირთმევდნენ. 75000 წლის წინ, ნეანდერტალელები, როგორც ჩანს, ცოცხალსა და მკვდარს ერთმანეთისგან მკაფიოდ არ მიჯნავდნენ,“ - ნათქვამია კვლევაში.
0
0