
მეცნიერებმა ნამარხები აღმოაჩინეს, რომლებიც 66 მილიონი წლის წინანდელ "კოშმარულ" ზღვის ხვლიკის სახეობას მიეკუთვნება.
ახლადაღმოჩენილი სახეობა, Khinjaria acuta, რომელიც ოკეანეებში ბინადრობდა, დაახლოებით 8 მ სიგრძის იყო და "ხანჯლისებრი" კბილები ჰქონდა. მკვლევარებმა განაცხადეს, რომ ეს სახეობა ისეთი გვარის დინოზავრების ეპოქისაა, როგორიცაა ტირანოზავრი რექსი და ტრიცერატოფსი.
კვლევა ეფუძნება მაროკოს ერთ-ერთ მაღაროში აღმოჩენილ თავის ქალასა და ჩონჩხის სხვა ნაშთების ანალიზს.
„ამ „მორცხვ“ სახეობას დემონის სახე და ხანჯლისებრი კბილები ჰქონდა. სწორედ ამიტომ ქვეწარმავალს კოშმარული გარეგნობა ჩამოუყალიბდა და ის უძლიერესი კბენის ძალით ხასიათდებოდა. რაც შეეხება ჩვენს მიერ მისთვის შერჩეულ სახელწოდებას Khinjaria acuta, ,,ხინჯარია’’ [Khinjaria] არაბული სიტყვაა და „ხანჯალს“ ნიშნავს, ხოლო „აკუტა“ [acuta] ლათინურად „ბასრს“ აღნიშნავს. ხინჯარია აკუტა [Khinjaria acuta] ზღვის გიგანტური ხვლიკების ოჯახის წარმომადგენელია, რომლებიც ცნობილია, როგორც მოზაზავრები. ისინი დღევანდელ კომოდოს ვარანისა და ანაკონდას შორეულ ნათესავებად ითვლება,“ - თქვა ბათის უნივერსიტეტის მკვლევარმა ნიკ ლონგრიჩმა.
მკვლევარები თვლიან, რომ ხვლიკი ერთადერთი იყო იმ ყველაზე გავრცელებულ მტაცებელთა რიცხვიდან, რომლებიც ატლანტის ოკეანეში, მაროკოს სანაპიროსთან ბინადრობდნენ.
„ეს ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი საზღვაო ფაუნის ნაწილია, რომელიც ზღვის ქვეწარმავლების და დინოზავრების გადაშენებამდე ნებისმიერ ადგილას არსებობდა“, - თქვა ნიკ ლონგრიჩმა.
როგორც ცნობილია, მოზაზავრები და დინოზავრები გვიანი ცარცული პერიოდის ბოლოს, დაახლოებით 66 მილიონი წლის წინ, გადაშენდნენ. მათი გაქრობის შემდეგ ზღვებში მომრავლდა ვეშაპები, სელაპები და ისეთი თევზები, როგორიცაა ხმალთევზა და თინუსი.
”როგორც ჩანს, ბოლო 66 მილიონი წლის განმავლობაში, ეკოსისტემის სტრუქტურაში დიდი ცვლილებები მოხდა. გვიან ცარცულ პერიოდში მტაცებელთა ეს წარმოუდგენელი მრავალფეროვნება უჩვეულოა, რაც თანამედროვე ზღვის ჰაბიტატებში არ შეიმჩნევა. რამ გამოიწვია საზღვაო ეკოსისტემის განსხვავებული გარემოს ფორმირება, ჩვენ არ ვიცით,” - თქვა ლონგრიჩმა.
0
0