01/11/2024
14:52
მსოფლიო
პოლონელმა მეცნიერებმა, დნმ-ით, 3D პრინტერით და თიხის მოდელირებით, 400 წლის წინ მცხოვრები ქალის სახე აღადგინეს.
ზოსია [როგორც მას ადგილობრივებმა დაარქვეს] პოლონეთის ნიკოლაუს კოპერნიკის უნივერსიტეტის არქეოლოგთა ჯგუფმა აღმოაჩინა. ის დაკრძალული იყო ჩრდილოეთ პოლონეთის სოფელ პიენში. ბოქლომით ფეხებშეკრული ქალის ცხედარი კისერზე შებმული რკინის ნამგლით იყო სამარხზე დამაგრებული.
ექსპერტების აზრით, იმ დროისთვის ითვლებოდა, რომ ნამგალსა და ბოქლომს, ისევე როგორც საფლავზე აღმოჩენილ სხვადასხვა ხის ნივთს, „ვამპირებისგან“ დამცავი ჯადოსნური თვისებები ჰქონდა. ზოსიას ნეშტის ანალიზის საფუძველზე, ვარაუდობენ, რომ ის, გარდაცვალების დროს, 18-20 წლამდე იყო. მეცნიერების აზრით, ქალს ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებდა, რომელიც გამოიწვევდა გულის დაავადებას, ძლიერ თავის ტკივილს და ფსიქიკურ აშლილობებს.
ექსპერტებმა თავის ქალის ასლი 3D პრინტერით შექმნეს, მანამდე კი - ცოცხალი სახის მოდელირებისთვის პლასტილინის თიხის ფენები მოამზადეს.
„ძვლის სტრუქტურის შესაბამისად, განვსაზღვრეთ სქესი, ასაკი, ეთნიკური წარმომავლობა და სავარაუდო წონა, შემდეგ კი - სახის ნაკვთები. ირონიულია ის, რომ ქალი „ისე დაკრძალეს, რომ ვეღარ გაცოცხლებულიყო“. ჩვენ კი ყველაფერი გავაკეთეთ მის გასაცოცხლებლად. ზოსია შესაძლოა მდიდარი ოჯახიდან იყო. სოფელ პიენში, ამგვარი რიტუალით დაკრძალული ბავშვის ნაშთებიც ვიპოვეთ", - თქვა არქეოლოგმა ოსკარ ნილსონმა.
0
0