07/08/2023
12:23
მსოფლიო
ბრიტანელმა მეცნიერებმა, უცნობი "დაავადება X"-ით გამოწვეული ახალი პანდემიისგან თავდაცვის მიზნით, ვაქცინების შემუშავება დაიწყეს.
200-ზე მეტი მეცნიერისგან შემდგარი გუნდი სამუშაოს უილტშირში მდებარე Porton Down-ის სამთავრობო ლაბორატორიულ კომპლექსში ახორციელებს. მათ სახიფათო ცხოველური ვირუსების სია შეადგინეს, რომლებსაც შეუძლიათ ადამიანების დაინფიცირება. დაავადებები მომავალში შეიძლება სწრაფად გავრცელდეს მთელ მსოფლიოში.
რომელი მათგანი გამოიწვევს შემდეგ პანდემიას, უცნობია, რის გამოც მეცნიერები მას „დაავადება X“-ად მოიხსენიებენ.
„ვცდილობთ, მოვემზადოთ ისე, რომ შევძლოთ სავარაუდო [პანდემიის] პრევენცია ან მზადყოფნა მაინც. ვირუსის დასაშლელად უკვე დავიწყეთ ვაქცინებისა და თერაპიული საშუალებების შემუშავება,“ - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტოს (UKHSA) ხელმძღვანელმა პროფესორმა ჯენი ჰარისმა.
ჰარისის თქმით, კლიმატის ცვლილება და მოსახლეობის ცვლა კიდევ ერთ პანდემიას უფრო სავარაუდოს ხდის.
„ჩვენი დაკვირვებით, გლობალური მზარდი რისკი უკვე არსებობს. ეს გამოწვეულია ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა ურბანიზაცია, რასაც [მახლობლად მცხოვრებ] ადამიანებში ვირუსის გადატანა მოჰყვება, როგორც ფრინველის გრიპის დროს მოხდა. ფრინველის გრიპი ამჟამად პანდემიის ყველაზე სავარაუდო საფრთხედ ითვლება,” - თქვა ჰარისმა.
0
0