26/11/2022
20:18
სპორტი
თბილისის "მებრძოლი" ევროპის ჩემპიონთა ლიგის 2022 წლის გამარჯვებულია.
დღეს გორის სპორტის სასახლეში ევროპის საკლუბო ჩემპიონატი - შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ჩემპიონთა ლიგა გაიმართა, რომელშიც თბილისის “მებრძოლებმა” გაიმარჯვეს. ფინალში ჩვენმა ძიუდოისტებმა სერბული „რედ სტარი“ 3:2 დაამარცხეს.
მანამდე თბილისურმა კლუბმა მეოთხედფინალში ჯერ ლეგენდარული ტედი რინერის ფრანგული კლუბი „პარი სენ-ჟერმენი“ 4:1 დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში ასეთივე ანგარიშით ქართულ კლუბ „გოლდენ გორს“ მოუგო.
ტურნირზე გამომსვლელი კიდევ ორი ქართული კლუბი „არეა“ და „გოლდენ გორი“ ერთმანეთს ბრინჯაოს მედლისთვის დაუპირისპირდნენ. დაძაბულ შეხვედრაში გამარჯვება უფრო გამოცდილმა გორელებმა 3:2 მოიპოვეს.
დღის სენსაციური და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა ქართველმა ფალავანმა გურამ თუშიშვილმა, რომელმაც ფრანგი მეტოქე, მრავალგზის ჩემპიონი ტედი რინერი დაამარცხა. ქართველმა ძიუდოისტმა უხერხულ მეტოქესთან პირველად გაიმარჯვა.
ამ ჩემპიონატთან დაკავშირებით გორში იმყოფება ასევე, ევროპის ძიუდოს ფედერაციის (EJU) პრეზიდენტი ლასლო ტოტი, რომელმაც შიდა ქართლის ხელმძღვანელობასთან და გორის მერთან შეხვედრა გამართა.
0
0