
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,თბილისის აეროპორტის“ გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, საფოსტო გზავნილში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.
საბაჟო კონტროლის ფარგლებში, საფოსტო გზავნილის რენტგენო ინსპექტირების სისტემით დათვალიერების შედეგად, რუსეთის ფედერაციიდან გამოგზავნილ ამანათში თმის მოვლის საშუალებისთვის განკუთვნილ ხუთ პლასტმასის ჰერმეტულ ქილაში მალულად განთავსებული 5 კილოგრამზე მეტი ,,მეფედრონი" აღმოაჩინეს.
გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
0
0