12/10/2021
10:38
პოლიტიკა
"ვერავინ ვერასდროს ვერ მეტყვის, რომ 2011 წლიდან მოყოლებული, თუნდაც ერთი დღე ყოფილიყოს ისეთი, არ ვყოფილიყავი ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი. ყველა ჩემი სატელევიზიო თუ სხვა მედიასაშუალებებით გამოსვლებისას და ცხოვრების წესითაც, არაერთხელ დამიმიტკიცებია, რომ მქონდა და მაქვს ბიძინა ივანიშვილის ნდობა და პატივისცემა. მიუხედავად ბევრი ადამიანის დაჟინებული მტკიცებისა, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის პოლიტიკოსი, ყოველთვის ვამბობდი, რომ ის არის შესანიშნავი პოლიტიკოსი, აქვს უნარი ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებების მიღების და, აქედან გამომდინარე, არასდროს მის გადაწყვეტილებებს არ გავმიჯნივარ. ამ ვითარებაში, ცოტა უცნაური იყო ჩემთვის ის კომენტარები, რაც მოჰყვა ჩემს პოსტს. გამიკვირდა, რომ, რატომღაც, გაღიზიანდნენ იმ პოლიტიკოსის მხარდამჭერები, რომელსაც გამორჩეულად დიდ პატივს ვცემ და მხურვალედ ვგულშემატკივრობ. მას სულ ვაფრთხილებდი, რომ სჭირდებოდა პოლიტიკური, სუფთა პარტიული მხარდაჭერა, რომელიც დღესაც არ გააჩნია, რადგან პარტია მისი გუნდი არ არის...
ამას ვამბობდი და ვამბობ მე, ხათუნა ხოფერია, პოლიტიკოსი, რომელიც პოლიტიკაში მენეჯერობიდან არ მოსულა, არც მაღაზიის დახლიდან, ან ვენახიდან. მე ვარ პარტიული კადრი, რომელმაც კარგად იცის, რით სუნთქავს პარტია, ნებისმიერი ბრიფინგი, გამოსვლა, კომენტარი, ბილბორდია თუ რაც არის, რას ემსახურება და რას ნიშნავს, ამის მიხედვით შემიძლია, ვიგრძნო და მივხვდე, რა ხდება რომელიმე პარტიის შიგნით. ამას მივუთითებდი ყოველთვის, გულშემატკივრის პოზიციიდან, ირაკლი ღარიბაშვილს." - აცხადებს ხოფერია.
0
0