
რამდენიმე დღის წინ, მარიამ მათიაშვილს საკუთარ დაბადების დღეზე ხელი სთხოვეს. სუხიშვილების სოლისტისთვის საყვარელი ადამიანის ხელში საქორწინო ბეჭდის დანახვა მოულოდნელი და ემოციური აღმოჩნდა.
მარიამის რჩეული დათო თოფურიაა. ოფიციალური ნიშნობის შემდეგ წყვილი არდადეგებს იტალიაში ატარებს.
"მე ვუთხარი დიახ, საუკეთესო ადამიანს ჩემს ცხოვრებაში”, – წერს მარიამი.
წყვილის საჯაროდ გაბედნიერების შემდეგ, მოცეკვავე და ქორეოგრაფმა თეა დარჩიამ სოციალურ ქსელში დაწერა:
“ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ მეგულება. მადლობა ღმერთს. მარიამ, დათუნა, მთელი ცხოვრება ამ სიყვარულით და სიკეთით შეფუთულებს გევლოთ, ყველას გასახარად. მიყვარხართ.” - წერს დარჩია.
0
0