
სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობის საქმეზე დაკავებული პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ ე.წ. მშვიდობიანი დამხობა აქციაზე ხალხის მისაყვანად ერთგვარი მარკეტინგული ხრიკი ეგონა. ეს განცხადება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულმა პოლიტიკოსმა სასამართლო სხდომაზე გააკეთა.
პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა სახალხო დამცველმა. ლევან იოსელიანი წერს, რომ საქმეში არ არის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მანჯგალაძის მხრიდან ძალადობისკენ მოწოდებას.
"მე იურისტი ვარ და კარგად ვცნობ საფრთხეს. მე რომ ასეთი, რამ მცოდნოდა, თხოვნის მიუხედავად არ მივიდოდი იქ. მე ვთვლიდი, რომ ეს ე.წ. მშვიდობიანი დამხობა იყო ერთგვარი მარკეტინგული ხრიკი. მე ჩავთვალე, რომ ეს არის ხალხის მოსაზიდად გამოყენებული სიტყვა. მე არ აღმიქვია ეს წინადადება დამხობის მოტივაციად", - ამბობს პაატა მანჯგალაძე.
0
0