-share.jpg)
მე ვნახე მექსიკის ნარკოკარტელების სარდაფში მსხდომი ქართველები, უამრავი ქართველი. ეს არის ის ხალხი, ვინც მთლიანად არის ივანიშვილის სინდისზე, ივანიშვილმა მოუწოდა მათ, დაეტოვებინათ საქართველო. - ამის შესახებ მსჯავრდადებულმა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.
"მთავარი რაც მინდა ვთქვა, მე ვნახე მექსიკის ნარკოკარტელების სარდაფში მსხდომი ქართველები, უამრავი ქართველი. ეს არის ის ხალხი, ვინც მთლიანად არის ივანიშვილის სინდისზე, ივანიშვილმა მოუწოდა მათ, დაეტოვებინათ საქართველო. ეს არიან მამები, რომლებსაც ჰქონდათ არჩევანი, ან ეთქვათ უარი თავის ოჯახზე პრაქტიკულად, იმიტომ, რომ მრავალი წლით რომ მიდიხარ ამერიკაში შვილი და მეუღლე ვერ მიგყავს ძალიან დიდი ხანი, ეთქვათ უარი საკუთარი ბავშვის გაზრდაზე და ყოფნაზე ოჯახში, ოღონდ ამ ბავშვს, ოჯახს ჰქონოდა სასჯელი, 20 000 დოლარი მოკრიფეს ყველა წყაროებიდან და ახლა ჩაუვარდნენ მექსიკურ ნარკოკარტელს ხელში, ეს ნიშნავს იმას, რომ პრაქტიკულად, ახლა უნდა შეაგროვონ ფული ოჯახებმა, ეს კაცი გამოიყვანონ უკან და ალბათ დაკარგავენ სახლსაც და ყველაფერსაც, შეიძლება სიცოცხლესაც, ივანიშვილმა მოუწოდა მათ, წადით უცხოეთში, როგორ სძინავთ ამის შემდეგ, როცა უყურებს ამ ხალხს ივანიშვილი და მისი ხელქვეითები, როგორ არ აწუხებთ რაღაც ადამიანური, მართლა, ყველაფერს ხომ აქვს საზღვრები" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
0
0