მე ვფიქრობ, რომ ეს პარალიმპიური თამაშები, რომელიც შევიდა საქართველოს სპორტის ისტორიაში, ახალგაზრდა შშმ ადამიანებისთვის მოტივაცია იქნება - იონათამიშვილი
A-
+A
დღე არ გავა, რომ ჩვენ მედალი არ მოვიპოვოთ და ეს შედეგი რეკორდულია, ვინაიდან ჩვენ აქამდე მხოლოდ 4 მედალი გვქონდა ისტორიაში, ახლა კი უკვე 8 მედალი გვაქვს, - განაცხადა საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.
„ეს არ არის ყველაფერი, ჯერ ჩვენი სიტყვა პარალიმპიადა 2024-ზე ბოლომდე არ გვითქვამს. მე ვფიქრობ, რომ ეს პარაოლიმპიური თამაშები, რომელიც შევიდა საქართველოს სპორტის ისტორიაში, იქნება მოტივაცია ახალგაზრდა შშმ ადამიანებისთვის. საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტი და მოძრაობა არის ერთი ოჯახი და ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ორიენტირებული ხვალინდელ დღეზე“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.
პარიზის პარალიმპიური თამაშების მეათე საშეჯიბრო დღეს საქართველომ ვერცხლის მედალი მოიპოვა.
0
0
186
სიახლეები
ყველა
3
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%