07/04/2023
11:36
პოლიტიკა
Politico საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სტატიას აქვეყნებს, სადაც ის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის მარტის აქციებსა და სხვა საკითხებს მიმოიხილავს.
მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ საქართველოში დემოკრატიის რეგრესიაა, თუმცა ქართველმა ხალხმა დაადასტურა თავისი ერთგულება დემოკრატიისა და ტირანიის წინააღმდეგ საბრძოლველად პარლამენტის წინ ქუჩაში გამოვიდა. მესამე პრეზიდენტის თქმით, "ქართული ოცნების" მთავრობა აგრძელებს დასავლელი ლიდერების დაცინვას, სიხარულით ზედამხედველობს თუ როგორ შორდება საქართველო ევროპულ მომავალს მაშინ, როცა მშვიდობიან მოქალაქეებს ცრემლსადენი გაზითა და ძალით შლის.
სტატიაში მიხეილ სააკაშვილი მის მდგომარეობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ როცა 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში დაბრუნდა, იყო ჯანმრთელი, ენერგიული 54 წლის ადამიანი, მას შემდეგ ის ციხეშია პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების საფუძველზე, რომლებსაც მხოლოდ კრემლი და საქართველოს დღევანდელი მთავრობა თვლის ლეგიტიმურად.
მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ პატიმრობაში, მისი ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა და ახლა კვდება. წერს, რომ სისტემატიურად აწამებდნენ, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად, ამჟამად სხეულში აქვს მძიმე ლითონები, რაც მოწამვლის მტკიცებულებაა.
"ასევე სულ უფრო აშკარაა, რომ მალე მოვკვდები, თუ სათანადო სამედიცინო დახმარებას არ მივიღებ ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
მე ვაგრძელებ მოწოდებას აშშ-სა და საერთაშორისო საზოგადოებას, გააკეთონ ყველაფერი, რაც შეუძლიათ ჩემი სიცოცხლის გადასარჩენად საქართველოს მთავრობაზე დიპლომატიური ზეწოლისა და ივანიშვილისა და მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესებით.
ჩემმა სიკვდილმა შეიძლება გამოიწვიოს პოლიტიკური ქაოსი საქართველოში, მაგრამ ჩემი წამება, რა თქმა უნდა, ჩაითვლება პუტინის გამარჯვებად - ძლიერი სიმბოლო ყველა ლიდერისთვის ამ რეგიონში,და შესაძლოა მსოფლიოც, რომლებმაც ვერ შეძლეს წინ აღდგომოდნენ რუსულ იმპერიალიზმს", - წერს მიხეილ სააკაშვილი სტატიაში.
თარგმანი: “მთავარი არხი”
0
0