
გიგიშა (გიორგი) შარაშიძის ადვოკატმა, გელა ნიკოლაიშვილმა დღეს მედიასთან შეხვედრისას, ვაკეში მომხდარ ინციდენტზე დეტალურად ისაუბრა.
როგორც ადვოკატი ამბობს, მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა ექსმინისტრს კითხვით მიმართა, რომელიც ბუტას შეეხებოდა, რაზეც გიგიშა შარაშიძემ “აგდებული პასუხი” მიიღო.
„ჯერ მიამსგავსა, შემდეგ დასაზუსტებლად ჰკითხა ვანო ხარ მერაბიშვილიო?! მე ვარ ბუტა რობაქიძის მეგობარი, ხომ გახსოვს ბუტა რობაქიძე. როგორც თვითონ ამბობს, გიორგის აინტერესებდა მისი რეაქცია, რამდენად გამოხატავდა სინანულს, ან რამდენად აგდებულად უპასუხებდა. გამოვიდა, რომ მან უპასუხა აგდებულად და თქვა, რომ რაღა დროს ბუტა რობაქიძეაო.
სწორედ ამან გამოიწვია მისი მდგომარეობიდან გამოსვლა და ხელის მოქნევა. სულ 2-3 ხელის მოქნევა იყო და შემდეგ წიხლის მოქნევა. თუ ადამიანს არც ერთი ის ხარისხის დაზიანება არ აღენიშნება, რასაც მუხლები ითვალისწინებს, მაშინ, ასეთ შემთხვევაში, როგორ შეიძლება ბრალის წაყენება.
როდესაც სასამართლო გაიმართება და მოვა ე.წ. დაზარალებულად ცნობილი ვანო მერაბიშვილი და იქ იტყვის, არა ბატონო, იყო რაღაც ინციდენტი, შეხლა-შემოხლა, თუნდაც ხელის მოქნევა, მაგრამ მე არ მაქვს არანაირი დაზიანება და არც ფიზიკური ტკივილი განმიცდია, რა თქმა უნდა, მოსამართლე ვალდებული იქნება გამამართლებელი განაჩენი გამოიტანოს. რა პოზიციას დაიკავებს ვანო მერაბიშვილი, იმაზეა დამოკიდებული, როგორ გაგრძელდება ეს საქმე, ან გაგრძელდება თუ არა“, -აცხადებს გელა ნიკოლაიშვილი.
0
0