10/04/2023
13:51
პოლიტიკა
მე ვამაყობ ჩვენი სასამართლოთი, მე ვამაყობ ყველა მოსამართლით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოსამართლეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს სასამართლო სისტემის გასაძლიერებლად.
„მე ვამაყობ ჩვენი სასამართლოთი, მე ვამაყობ ყველა მოსამართლით, ისინი არიან ძალიან მაღალკვალიფიციური პროფესიონალები, რომლებიც ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას, ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას, იცავენ ჩვენს სუვერენიტეტსა და ეროვნულ პოლიტიკას. ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ნინო ქადაგიძეს, ყველა მოსამართლეს თქვენი საქმიანობისთვის. ჩვენ, როგორც მთავრობა და მე, როგორც პრემიერ-მინისტრი ყველაფერს გავაკეთებ, რომ კიდევ უფრო მეტად გავაძლიერო თქვენი დამოუკიდებლობა, თქვენი თავისუფლება. ჩვენ მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ თქვენს ინიციატივებს, ახალ პროგრამებს. დღეს სასამართლო რომ გვაქვს თავისუფალი კორუფციისგან, ყოველგვარი ჩარევისგან, ზეწოლისგან, ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის, ნინო ქადაგიძისა და მოსამართლეების დამსახურება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
0
0