27/10/2021
10:10
პოლიტიკა
ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განაცხადა.
„მე, თამარ ჩარკვიანი ვარ მომხრე, რომ საქართველოში მოხდეს კონსტიტუციური აჯანყება, რომელიც კონვენციით ჩვენი მონიჭებული უფლებაა. პირდაპირ წერია, კონსტიტუციით ჩვენ გვაქვს ამის უფლება, ჯანყის უფლება. ჯანყის უფლებას აქვს სხვადასხვა ფორმა. ეს ძირითადად ითვალისწინებს დიდ ტალღას, რომელიც შემდეგ გადადის მორიგეობაში. ოპოზიციაში ვიყავი და მახსოვს საკნები, საკნები რუსთაველზე ძალიან დიდხანს, სამი თვე. მაშინ რა ერქვა ამას? ამ ტიპის აჯანყებას ვგულისხმობ. როდესაც კორუფციაა, ჩემი შვილების თაობას ართმევენ სწავლის ფულს, საჭმლის ფულს, პოლიტიკოსებს მიაქვთ ჩვენი თანხა, ჩვენი ნაშრომი. ამიტომ, უნდა ავჯანყდეთ. მხოლოდ იმიტომ კი არა, რომ პრეზიდენტია, არამედ იმიტომ, რომ სამართალი არ არსებობს და პრეზიდენტის გასამართლება უნდა იმ სამარცხვინო მართლმსაჯულებას, რომელიც ჯიბეში აქვს ჩადებული ღარიბაშვილ-ივანიშვილს. როდესაც შენ კარგავ იმედს, შენ აღარ გაქვს არც მართლმსაჯულება, ვერც კოვიდს მართავენ, შენი თანხები მიაქვთ, შენი მოხუცის სიბერე მიაქვთ, შენი ახალგაზრდის მომავალი მიაქვთ, მაშინ, უნდა თქვა შენ სიტყვა. ამ სიტყვას ყოველთვის ამბობს ხალხის ტალღა. 30 ათასი კაცის შემდეგ სპეცრაზმის გამოყვანასაც აზრი არ აქვს და ეს გაგვიჭირდა ჩვენ? ღირსებააყრილი ვართ, თუ მართლა არ შიათ ადამიანებს? ხომ ვნახეთ, რამდენი ადამიანი შეიძლება, გამოვიდეს გაბრაზებული. ხოდა, გამოვიდეთ, დავრჩეთ ვიმორიგეოთ. იქნებ, ვეღირსოთ ნორმალურ, რეფორმირებულ მართლმსაჯულებას“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
0
0