09/08/2022
11:27
პოლიტიკა
„მე სიგიჟემდე მიყვარს ქართველი ხალხი. ამ ხალხს გულში აქვს ის, რაც უკრაინელ ხალხს“ – თავისუფლებისკენ სწრაფვა.“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მე სიგიჟემდე მიყვარს ქართველი ხალხი. ამ ხალხს გულში აქვს ის, რაც უკრაინელ ხალხს-თავისუფლებისკენ სწრაფვა. არსებულ ვითარებაში ამ ხალხმა ვერ მიიღო ადეკვატური პოლიტიკური მოცემულობა. ქართული პოლიტიკური ელიტის მგავსი ქცევა კი, მხოლოდ მათ ინფატილიზმზე მიუთითებს, და მის მოკლევადიან ხედვას უსვამს ხაზს, რადგან თუ მთელი მსოფლიო, ცივილიზებული სამყარო, რომელთანაც მგონი საქართველოს მთავრობას კვლავ აქვს სურვილი თანამშრომლობის, ამ ომს ერთმნიშვნელოვნად აფასებს, მის მოტივებს ხედავს და ამბობს, რომ უკრაინა გმირია ამ ომში, ამ ფონზე კი საქართველოს მთავრობა ცდილობს დაამციროს უკრაინის წინააღმდეგობის მთავრობის წევრები, ეს ცუდად გამოიყურება, მოკლევადიანად.
ყველანაირი ტიპის რეპუტაციული ზიანზე, რაც საქართველოში პარტიებს თუ მის მთავრობას მიადგებათ, პასუხისმგებელი მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებაა.ვფიქრობ, რომ შუალედურ პერიოდში, მას არანაირი პერსპექტივა არ უწერია და შანსები არ აქვს, რადგან როგორც კი რუსეთი წააგებს, ყველა რეჟიმს და ხელისუფლებას მოეთხოვება პასუხი, კითხვაზე: როცა იდგა არჩევანი თავისუფლებასა და მკვლელების ღირებულებებს შორის, თქვენ მკვლელთა ღირებულებები რატომ აირჩიეთ. ეს ასე გამოიყურება“, - განაცხადა პოდოლიაკმა.
0
0