
ძლივს, ჩვენი წინაპრების ძვლები ხარობენ ისეთი ამბავია და ამათმა მაინც ვიწრო, იაფფასიანი და „ძიშოვი“ პარტიული ღონისძიება მოაწყვეს, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რითაც კანდიდატის სტატუსის მონიჭებასთან დაკაშირებით თავისუფლების მოედანზე ხელისუფლების ორგანიზებით გამართულ საზეიმო ღონისძიება შეაფასა.
ალეკო ელისაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის ადგილზე რომ ყოფილიყო, სცენაზე ასვლის საშუალებას პრეზიდენტ ზურაბიშვილსაც მისცემდა და ოპოზიციის წარმომადგენლებსაც.
„გულდასაწყვეტი იყო სალომე ზურაბიშვილისადმი დამოკიდებულება. ისე იბრალებდნენ მდინარაძე და კობახიძე, გეგონება შოლცს და მაკრონს ეგენი ხვდებოდნენ. ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, მე რომ ვყოფილიყავი პრემიერ-მინისტრი, აბსოლუტურად ყველას დავუძახებდი სცენაზე. ლევან ხაბეიშვილსაც დავუძახებდი, იაგო ხვიჩიასაც დავუძახებდი და ნებისმიერს. რაც სჭირს „ქართულ ოცნებას“, ამას „ძიშოვობა“ ჰქვია, ეს არის პოლიტიკური იაფფასიანობა.
მართლაც, ძლივს, ჩვენი წინაპრების ძვლები ხარობენ, ისეთი ამბავია. ყველაზე დიდი ამბავი რა მომხდარა საქართველოსთვის? დიდგორი. ვინ იყვნენ იქ, ჩვენს მხარდამხარ? ასი ფრანგი ჯვაროსანი. ჩვენც იმ გამარჯვებას მივაღწიეთ იმიტომ, რომ ჯვაროსნებმა აიღეს იერუსალიმი და ამის შემდეგ ხარკი შეუწყვიტა დავითმა თურქებს. ამაოდ არ დაღვრილა ჩვენი წინაპრების სისხლი და ამათმა მაინც ვიწრო, იაფფასიანი და „ძიშოვი“ პარტიული ღონისძიება მოაწყვეს." - განაცხადა ელისაშვილმა.
0
0