
დონალდ ტრამპი პუტინთან დაგეგმილი შეხვედრის მედიაგაშუქებით უკმაყოფილებას გამოთქვამს.
„მე რომ სულ მოსკოვი და ლენინგრადი მომეპოვებინა, რუსეთთან შეთანხმების შედეგად, ფეიკ ნიუსი მაინც იტყოდა, რომ ცუდი გარიგება დავდე“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „თრუს სოშიალში“.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მისი და პუტინის შეხვედრის გაშუქებაზე „ძალიან უსამართლო მედია მუშაობს“.
„ისინი მუდმივად ციტირებენ თანამდებობიდან გათავისუფლებულ წარუმატებელ და ნამდვილად სულელ ადამიანებს, ისეთებს როგორიცაა ჯონ ბოლტონი, რომელმაც ახლახანს განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა იმართება ამერიკულ მიწაზე, „პუტინმა უკვე გაიმარჯვა“. საერთოდ რას ნიშნავს ეს? ჩვენ ყველაფერს ვიგებთ!“, – წერს ტრამპი.
მისი თქმით, ალასკაზე დაგეგმილი შეხვედრი წინ „ყალბი ახალი ამებების მედია ზეგანაკვეთურ მუშაობაზეა გადასული“.
„მაგრამ ისინი უკვე გამოვიჭირეთ. შეხედეთ ნამდვილ ახალ ამბებს, რომლებიც მათი კორუფციის შესახებ ვრცელდება. ეს ავადმყოფი და მატყუარა ხალხია, რომლებსაც სავარაუდოდ ეზიზღებათ ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ყველაფერში გამარჯევებულები ვართ“, – წერს ტრამპი.
0
0