25/11/2021
22:52
პოლიტიკა
„მე როგორც დედა, დაინტერესებული ვარ, რომ ჩემი შვილი იყოს ჯანმრთელი და ამისთვის შეექმნას მას პირობები. სამხედრო ჰოსპიტალი, სადაც ის იმყოფება, რა თქმა უნდა, ჯობია იმ პირობებს, რომლებიც მას ადრე ჰქონდა, მაგრამ ეს მაინც არ არის ის პირობები, რომლებსაც ექიმები ითხოვდნენ. ეს ყველაფერი მოქმედებს ადამიანის ფსიქოლოგიაზე, ფსიქოლოგიური განწყობა კი ძალიან მნიშვნელოვანია.
რაც დავინახე გუშინ, არის ის, რომ სუსტად არის, აშკარად ურჩევნია, რომ იწვეს. ვიცი, რომ გარკვეული გამოცდილება ჩვენთანაც არის, მაგრამ უკეთესი გამოცდილებაა გერმანიაში, მე მირჩევნია, რომ უკეთეს კლინიკაში იყოს. საჭიროა მისი რეაბილიტაცია, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ადამიანი ნორმალურად ფუნქციონირებდეს. მე როგორც დედას მაქვს ფიქრები, სად ჩამოვიდა, რატომ ჩამოვიდა, რატომ ჩაბარდა, მაგრამ ეს მისი გადაწყვეტილება იყო, რომელსაც ვერავინ შეაცვლევინებდა, განწყობა იყო ასეთი“, - განაცხადა გიული ალასანიამ.
0
0