06/10/2021
19:16
სხვადასხვა
სიგუას თავისი სიტყვის მტკიცებულებად ნარკოტიკებთან და მიშასთან ურთიერთობის ერთ-ერთი მაგალითი მოჰყავს. მისი თქმით, სააკაშვილს ერთხელ შესთავზა წამალი, მან კი უარი უთხრა. ამასთან სიგუა ამტკიცებს, რომ სააკაშვილმა ნარკოტიკების უკუჩვენებები გუგლში მოიძია, მიღებულმა ინფორმაციამ ძალიან შეაშინა.
„სააკაშვილი და ნარკოტიკები. ხომ იცით რომ მიშასთან ერთად ძალიან დიდი დრო მაქვს გატარებული საკმაოდ არასტანდარტულ და ექსტრემალურ პირობებში. ისიც ხომ იცით რომ მე არასდროს ვმალავდი ჩემს გატაცებას კლუბური და მსუბუქი ნარკოტიკებით. კაკაინსაც ვყნოსამდი, პლანსაც ვეწეოდი და ემდიემე / ექსტაზებსაც ვღმურძლავდი მუჭებით, იყო დრო.
ჰოდა... მე პირადად შემითავაზებია მიშასთვის კაკაინიც და სხვა რამეც. არასდროს მოუკიდებია ხელი.
მეტიც, ეშინია და ფობია აქვს ნარკოტიკების. ერთხელ დაგუგლა გვერდითი ეფექტები და მას მერე ეშინია და გასინჯულიც კი არ აქვს ცხოვრებაში. ვისაც უნდა დავენიძლავები რაზედაც უნდა. ტყუილად ნუ აბრალებთ ამ კაცს ნარკამანობას. თავისი ცოდვები და გაჭირვებაც ეყოფა, ეს რომ არ დაუმატოთ პატიმარ კაცს.
აი, სანდრასთან მიმართებაში როგორც მოიქცა, მაგას ჩემი გაგებით და მსოფლმხედველობით , პროჭობა ჰქვია.
ესაა ჩემი კომენტარი,“ - წერს სიგუა.
0
0