-share.jpg)
“მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს დროებით გათავისუფლებული და სამკურნალოდ გადაყვანილი” - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი აცხადებს,
"მათ [ვივამედის ექიმებს] სისტემასთან უკვე მოაწერეს ხელი ხელშეკრულებას, რომ მუშაობენ სისტემის ინსტრუქციების ქვეშ, იქიდან იღებენ დავალებებს. კი ისინი დიდი სიხარულით გააკეთებდნენ იმას რასაც თქვენ ამბობთ [მოითხოვდნენ სააკაშვილის გადაყვანას], და უნდა აკეთებდნენ კიდეც. მაგრამ თქვენ დაშვებას აკეთებთ, რომ ისინი არიან დამოუკიდებელი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ თავისუფლად იმოქმედონ, სინამდვილეში ეს ასე ხომ არ არის, მათ სისტემისგან საფეთქელზე იარაღი აქვთ მიბჯენილი. ვერ გაბედავენ ისინი, ამას ვერ გააკეთებენ. მაგრამ შესაძლებლობის ფარგლებში პატარ-პატარა ვირეშმაკობებს ცდილობენ, რომ რაღაცნაირად პასუხისმგებლობა მოიხსნან.
როდესაც ექიმი იმაზე იწყებს ლაპარაკს რომ პაციენტი თურმე საჭმელს არ ჭამს. პაციენტი არის ავად, თავად ადასტურებენ რომ მდგომარეობა მძიმდება და მძიმდება, იმას მკურნალობა ჭირდება. ჭამაა მკურნალობა? ვერ გავიგე.
მე სააკაშვილის ფიზიკური მდგომარეობა იმდენად არ მაშფოთებს, როგორც მისი ფსიქიკური მდგომარეობა. ის არის უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში, ეს ჩანს მისი რიტორიკიდან, მეტყველებიდან, გამოხედვიდან თუნდაც.
ერთ რამეს ვიტყვი, ვინც სააკაშვილისგან დაზარალებულია, ვინც იმ რეჟიმს ებრძოდა, ვამბობთ, რომ გაგვანებონ რაა თავი, ბიძინამაც და სააკაშვილმაც."
0
0