06/04/2023
09:03
პოლიტიკა
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესებას გამოეხმაურა და დაწერა:
"ოთხივე ეს მოსამართლე და მათი ატამანი მურუსიძე ივანიშვილის პირადი პასუხისმგებლობაა!!!
ამიტომ მან პირადად უნდა გასცეს პასუხი ხალხს რატომ დატოვა, რატომ გააბლატავა, რატომ გადაწყვიტა რომ მათ გარეშე ეს ქვეყანა ვერ იქნებოდა, პირადად მისი და სხვა არავისი!!!
PS შეგიძლიათ ტრადიციული სისულეები დაწეროთ რომ მაშინ სად იყავი და ასეთები.მაშინაც, იმ საღამოს როცა მისი კანდიდატურა პარლამენტში შემოდიოდა ეთერი არ გამომიტოვებია რომ ამაზე არ მეჩხუბა.
მე პირადად ივანიშვილთან მურისიძემ მაჯობა ხოდა აიღოს ეხლა პასუხისმგებლობა" - წერს თინა ხიდაშელი.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის სანქცირების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
სახელმწიფო მდივნის გუშინდელი განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.
0
0