
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში დღეს ოპოზიციონერ ლიდერებს, ელჩებს, მოქმედ და ყოფილ პრემიერებსა და საგარეო საქმეთა მინისტრებს ეპატიჟება. ღონისძიების მიზანია საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერა. სტატუსის ოფიციალურ მონიჭებამდე 2 დღით ადრე, სალომე ზურაბიშვილი ღონისძიებას მართავს.
„არ ვაპირებ მისვლას. მე მივიღე მოწვევის წერილი, თუმცა ერთადერთი წერილი, რომელსაც ველოდები ქალბატონ სალომესგან, არის წერილი, სადაც ეწერება, რომ ის დღეის ამას იქით აღარ დაარღვევს კონსტიტუციას, ვიდრე ასეთი წერილი და განცხადება არ იქნება, რომ ის ხელს იღებს კონსტიტუციის დარღვევისგან მომავალში, რა თქმა უნდა, ასეთი მოწვევები არის შეუსაბამო. ადამიანი, რომელიც არღვევს კონსტიტუციას, კარგავს მორალურ უპირატესობას ასეთი ღონისძიებების ორგანიზების“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს ევროკავშირის 27-ივე წევრი ქვეყნის დიპლომატი და ოპოზიციონერი ლიდერები მივლენ.
არსებული ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში მივა ნიკა მელია, რომელსაც ზურაბიშვილმა პერსონალური მიწვევა გაუგზავნა. პრეზიდენტთან მიწვეულია ლევან ხაბეიშვილიც, თუმცა ენმ-დან მიღებაზე თინა ბოკუჩავა მიდის.
ღონისძიება ათონელის რეზიდენციაში საღამოს 20:00 საათზე დაიწყება.
0
0