
“იმისთვის, რომ “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” დაიცვას მიხეილ სააკაშვილი, საჭიროა პარტიის გაძლიერება. სამწუხაროდ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში პროცესებმა, რომლებიც მიმდინარეობდა პარტიაში, პარტია დაასუსტა”, - ამის შესახებ ენმ-ის წევრმა დიმიტრი შაშკინმა “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ იანვარში ვითარება შეიცვლება და პარტია გახდება ისევ ისეთი, როგორიც უნდა იყოს მთავარი ოპოზიციური პარტია.
"ახლა ამ თვეში მე ვარ დარწმუნებული, რომ ეს პროცესი შეიცვლება და პარტია გახდება ისეთი, როგორიც ადრე იყო და როგორიც უნდა იყოს მთავარი ოპოზიციური პარტია. მხოლოდ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ძლიერი, ჩვენ შევძლებთ ვაიძულოთ ბიძინა ივანიშვილი, რომ გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ.
ნებისმიერ არჩევნებს მოჰყვება პოლიტიკური კონფლიქტი, მოჰყვება ნეგატიური აზრების ურთიერთგაცვლა, თუმცა ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არჩევნები დასრულდება 30 იანვარს და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ ყოველთვის დავრჩებით ერთ გუნდის წევრებად და ეს ნეგატიური რიტორიკა შემცირდება. მე მეძახიან დინოზავრს, ზოგს ეძახიან მარიონეტს, რა მნიშვნელობა აქვს. ეს ყველაფერი არის პოლიტიკური რიტორიკა და ეს დასრულდება“,- განაცხადა შაშკინმა.
0
0