16/11/2021
14:16
საზოგადოება
"მხოლოდ თქვენ ხართ ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია, დაადასატუროს ან უარყოს მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის ფაქტი, რომელიც უკვე 47 დღეა, გრძელდება და რომელსაც თქვენც ადასტურებთ.
მე მაინტერესებს, თქვენგან გავიგო, ეს კაცი მართლა შიმშილობს, ფეიკ შიმშილობაა და როგორი მდგომარეობაა.
როგორ შეიძლება, ადამიანი 47 დღე შიმშილობდეს და თქვენ ამაზე საერთოდ არ ნერვიულობდეთ.
თუ ეს კაცი არ შიმშილობს, მაშინ რატომ არ ამბობთ ამას. ზოგადად რომ ამბობთ ფეიკ შიმშლობა, თან ამბობთ, რომ უნდა შეწყვიტოს შიმშილობა. რა გახდა ამის ერთხელ და სამუდამოდ საზოგადოებისთვის სრულყოფილად მიწოდება.
ჩემი პოზიციაა, რომ თქვენ შეთანხმებულები ხართ და შიმშილობაც იმდენი ხანი გაგრძელდება, რამდენიც თქვენი შეთანხმება განსაზღვრული. ასევე, ვერავინ დაადასტურებს, ეს შიმშილობა ნამდვილია თუ არ არის ნამდვილი.
მაგრამ პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ელენე და ჩვენი კოლეგები ნამდვილად შიმშილობენ. რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ეს, ვინმეს ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა გადაიყოლოს ამან თუ ერთხელ და სამუდამოდ ადამიანებს გააგებინებთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ნამდვილ მდგომარეობას. რომ ხალხმა არ ინერვიულოს, თუ ეს ადამიანი ნამდვილად არ შიმშილობს". - თქვა იაგო ხვიჩიამ.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024