
არსებული ინფორმაციით, "ლელო" თბილისის მერობის კანდიდატად ალეკო ელისაშვილისა და მერაბ სეფაშვილის კანდიდატურებს განიხილავს, რასაც გახარია არ ეთანხმება.
მის კანდიდატურაზე გახარიას პოზიციის შესახებ დასმულ შეკითხვას არ პასუხობს ალეკო ელისაშვილი, რომელიც ირწმუნება, რომ დაპირისპირება წინასაარჩევნოდ მემორანდუმზე ხელმომწერ პარტიებს შორის არ არსებობს.
"მე კონკურენტი არ მყავს, მე არანაირი პოლიტიკური ამბიცია არ მაქვს, შესაბამისად, არავის არ მივიჩნევ კონკურენტად... ძალიან კარგი კაცია მერაბ სეფაშვილი. თქვენ რატომ გეტყვით, რაზე არის თანახმა გახარია და რაზე არა? რატომ გგონია, რომ თქვენ ჩაგაბარებთ ანგარიშებს? არანაირი დაპირისპირება არ არის, ძალიან მტკიცე და ძალიან გუნდური კოალიციაა, არაფერი არ ჩამოიშლება. მე არ მახსენდება რომ ბოლო 30 წლის მანძილზე, ასე ორი ერთმანეთის კონკურენტი პოლიტიკური ჯგუფი ასე სინქრონში მუშაობდეს", - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.
წყარო - რუსთავი2
0
0