
“აშკარად შეკრულია ბატონი რუხაძე [ირაკლი რუხაძე, იმედის მფლობელი] KGB-სთან. შედარებით დიდი თანხა…. თანხა როგორ მოდის, იცით, გროვდება და წელიწადში რამდენჯერმე, ორჯერ, სამჯერ ირიცხება. როცა ჩემმა ქალიშვილმა მათი მხილება დაიწყო, ამაზე რუხაძემ, მე კი არა, მამაშენიო. მან ის ვერ გათვალა, რომ ელენეს ეგ ვერ შეაშინებს, მეც ვერ შემაშინებს და გამოჩნდა, რომ თვითონ კაგებეშნიკია. – ამის შესახებ “დროას” ლიდერმა, ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარიამ რადიო “თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთიდან ჩარიცხული თანხების შესახებ საუბრისას განაცხადა.
ჩვენ აჭარაში, ბათუმში, ვიყიდეთ პატარა ბინა, ორი ოთახია. მე და ჩემმა მეუღლემ. როგორც კი ვიყიდეთ, მეორე დღეს კი არა, იმ დღესვე იცოდნენ. იქ მოვარდნენ ხალხი, [კითხულობდნენ] რა ფული? რომელ ბანკში? ვინ იყიდა?
– ეს ფული, ბევრი ფულია? აქცია დაფინანსდება?
გოგი ხოშტარია: გააჩნია რასთან შედარებით. უკრაინელებს რომ დავეხმარო, ამას ყოფნის… ჩემთან სახლში ცხოვრობდა თვეზე მეტი უკრაინელი გოგო.
– ხელისუფლებამ თქვა, რომ რუსეთიდან მიღებული ფულით 20 ივნისის აქციას აფინანსებდა ელენე. ამას ეყოფა ეს ფული?
გოგი ხოშტარია: ამდენი ნამდვილად არ არის. საერთოდ, არც მესმის, რას ჰქვია აქციაზე მოსულ ადამიანებს ფული გადაუხადო. აქციაზე მოდის ის, ვისაც მოსვლა უნდა. ეს ლაწირაკი საწყლები თავს ისულელებენ.
ასი ათასი ადამიანი იყო იმ აქციაზე [გულისხმობს 2022 წლის 20 ივნისის აქციას – რ.თ.], თუ მეტი არა. რაც მე მინახავს, ერთ-ერთი უდიდესი აქცია იყო. როგორ შეიძლება ასი ათასზე მეტი ადამიანი მოიყვანო აქციაზე ფულით. ეს ხომ იდიოტობაა.
– თქვენი აზრით, რაზე მიუთითებს ის, რომ საზოგადოებრივი აზრის შექმნაში ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობენ?
გოგი ხოშტარია: ფრთხილად უნდა იყო. ამ ცუდ და ბნელ საქმეში… ნიჭიერი ადამიანი არ მიდის… თავმოყვარე, წესიერი, ღირსეული ადამიანი ამ სიბინძურეში არ გაერევი. უკრაინას ლანძღვას ვერ დაუწყებ. ასე არ შეიძლება, რაღაცები არის, რაც არ უნდა იკადრო.
მე კი არ უნდა ვამტკიცო, რომ საეჭვო ფულს არ ვიღებ, შენ უნდა დამიმტკიცო, რომ ეს რუსული და საეჭვო ფულია.
წყარო “რადიო თავისუფლება”
0
0