„ჩემი, მალხაზ ამაშუკელის, ირმა ინაშვილის და რამდენიმე კაცის თანდასწრებით პირველად რომ ნახა ეს ხატი მეუფე ნიკოლოზმა თქვა, „ხო, ეს ცნობილი ამბავი - მატრონა რომ მივიდა სტალინთან...““ - ამის შესახებ პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა რადიო “სივრცის” გადაცემაში - “სივრცეში ეკა ვეფხვაძესთან” სტუმრობისას განაცხადა:
როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი სამებაში დასვენებულ მატრონა მოსკოველის ხატზე, რომელზეც სტალინია გამოსახული, ამბობს, რომ 2 წელია უყურებს ხატს, მაგრამ სტალინი არ შეუმჩნევია. ამასთან, მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნული ხატის ავტორს უმეცარიც კი უწოდა.
მეუფე ნიკოლოზის ამ განცხადებას, პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა რადიო „სივრცის“ ეთერში უპასუხა:
„საპატრიარქოს და მეუფეების დიდი ნაწილი ზუსტად იგივე პოზიციაზე იყო, რაზეც მე. მეუფე ნიკოლოზს აქვს სხვა პოზიცია, რომელიც ჩემთვის მაგალითად გასაკვირია. მე ვიცნობ მას კარგად, ჩვენ მეგობრული ურთიერთობა გვაქვს და ეხლა მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ მრავალი წელია ამ ხატთან ვლოცულობდი, სიმართლეს ამბობს და არ მახსოვს სტალინი - მე კეთილგანწყობით შემიძლია ვივარაუდო, რომ არ ახსოვს, იმიტომ რომ რას ნიშნავს არ შეუმჩნევია - ჩემი, მალხაზ ამაშუკელის, ირმა ინაშვილის და რამდენიმე კაცის თანდასწრებით პირველად რომ ნახა ეს ხატი მეუფე ნიკოლოზმა თქვა, „ხო, ეს ცნობილი ამბავი - მატრონა რომ მივიდა სტალინთან...“ ახლა მე ვვარაუდობ კეთილგანწყობით,რომ დაავიწყდა ეს ამბავი და არ ახსოვს რომ ეს თქვა. გარდა ამისა, მრავალჯერ აქვს ეს ხატი ნანახი, როგორც თვითონ ადასტურებს და შეუძლებელია ეს არ შეემჩნია. ახლა მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ არ ყოფილა ეს შეხვედრა,ირმა ინაშვილს მასთან მიმოწერა ჰქონდა და მან თქვა, რომ ვიღაცამ მას უთხრა მოსკოვის საპატრიარქოდან - ვაძლევ პასუხს, რაც გაგეცით თქვენ - თუ წერს ამას ბიოგრაფი, რომელიც არ არის არანაირად ტყუილში მხილებული, ეს საკმარისი მტკიცებულებაა და საკამრისია იმისთვის,რომ გამოისახოს ხატზე.“ - განაცხადა თარხან-მოურავმა.
0
0