03/04/2023
22:43
პოლიტიკა
„მე ვუყურე გუშინ ჩვეულებრივ ოლიგარქს, რომელსაც აქვს განცდა და მან ეს რამდენჯერმე თქვა პირდაპირ, რომ „ძალიან ცუდია, მარტო მე ვარ, ვისაც ფული აქვს“. 2011 წელს ზუსტად ეს ეწერა ბიძინა ივანიშვილის იმ ცნობილ წერილში", ამის შესახებ თინა ხიდაშელმა დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
"გუშინ ამ კაცს [დავით კეზერაშვილს] რომ ვუყურებდი, ეს იყო კაცი, რომელიც ჩაცინებებით გველაპარაკებოდა და გვეუბნებოდა, რომ ის არის ერთადერთი, არავის არ ეძებს. გვითხრა, რომ მას ადამიანები არ აინტერესებს, ვინმე თუ მათხოვრად მომადგება, აუცილებლად დავეხმარებიო. ივანიშვილს სხვათა შორის ეს არ უთქვამს, ივანიშვილმა ხალხს დაუძახა“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, დავით კეზერაშვილი როგორც ჩანს, „ინტელექტთან მწყრალადაა“, რადგან ჰგონია, რომ ვინმე დაიჯერებს, რომ მან თავდაცვის მინისტრობის და ფინანსური პოლიციის უფროსობის დროს მიღებული გამოცდილებით ბიზნესი ააწყო.
"რადგან დიდი ხანია ამ ქვეყანაში აღარ ცხოვრობს, თვითონ შეიძლება ასცდა იმას, სადამდე წავიდა წინ საზოგადოება, რამდენი ინფორმაცია აქვს, როგორ განვითარდა, მაგრამ ხალხმა, ვისაც მასთან ურთიერთობა აქვს, მაინც ხომ იცის, რომ ასეთი ამბები აღარ იყიდება საქართველოში - რომ 21 წლის პოლიტიკურ ცხოვრებას იწყებ, ერთი დღე ბიზნესი არ გქონია, პოლიტიკიდან მიდიხარ წლების შემდეგ და „ლუკოილის" წილის 50%-ის პატრონი ხდები. შეიძლება, არიან ადამიანები, ვისაც ამ ზღაპრების სჯერა, მაგრამ იმედია, ცოტა“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
0
0