22/01/2025
00:43
პოლიტიკა
მე ძალიან მიყვარს ამერიკა, უბრალოდ მე სულ ვიძახი, რომ ამერიკა საქართველოში იცავს თავის ინტერესს და არა საქართველოსას და ეს საქართველომ უნდა იცოდეს, - განაცხადა „რადიო თავისუფლებასთან“ პოდკასტში ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ.
„მე ევროპაც ძალიან მიყვარს, 3%-ში ვარ, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირში შესვლა. ზოგს ეს არ ადარდებს, მაგრამ მე მადარდებს, მე ძალიან მინდა ვიყოთ ევროკავშირის წევრი და ალბათ ძალიან მენდომებოდა ვიყოთ ნატოს წევრი.
მე ძალიან მიყვარს ამერიკა და არაფერს აქ ანტიამერიკულს არ ვაკეთებ, გარდა იმისა, რომ თუ დიდი ბიჭები ჩვენ გარშემო ფეხბურთს თამაშობენ, მე არ მინდა, რომ საქართველო ბურთის როლში იყოს. მე არ მინდა საქართველოს უკრაინიზაცია მოხდეს“, - აღნიშნა რუხაძემ.
მისი თქმით, უკრაინაში ომი არის „დიდი ბიჭების ფეხბურთის თამაში“.
„საქართველოს მომავალზე ძალიან დიდი გავლენა ექნება, რა მოხდება უკრაინაში. მგონია, რომ უკრაინა დიდი ბიჭების გარჩევის შუაში მოხვდა. ამას ბევრი ხალხი ამბობს. ვფიქრობ, დიდი ბიჭების გარჩევაში შეიძლებოდა უკრაინა გამომძვრალიყო“, - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.
0
0