19/11/2021
10:15
პოლიტიკა
„ხელის მტევნები სულ დამტვრეული მაქვს. ბეისბოლის ჯოხს მირტყამდნენ, ხერხემალი დამიზიანეს. ამ დროს არ შემოჰყავთ ექიმი ჩვენთან ციხეში. ამის პარალელურად შიმშილობა დაიწყო ჯერ ჩემმა მეუღლემ და შემდეგ ახალგაზრდების ჯგუფმა. ითხოვდნენ უბრალოდ ექიმის შემოშვებას, რომ გაესინჯა ნაცემი ხალხი. როდესაც გავიგე, რომ ადამიანები შიმშილობდნენ, ჩემი პირველი რეაქცია იყო ძალიან მძაფრი. ვეხვეწებოდი, მოვუწოდებდი, ვთხოვდი, რომ სასწრაფოდ შეეწყვიტათ შიმშილობა. მე თავი მექნებოდა მოსაკლავი, იქ რომ ვინმეს რამე დამართნოდა. მე დღეს ვუყურებ ამ ავაზაკს, რომელსაც იქიდან ერთი მოწოდებაც კი არ გაუკეთებია იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მის გამო შიმშილობენ. ჩვენ უფრო განვიცდით მათ ჯანმრთელობას, ვიდრე სააკაშვილი. ერთი მოწოდება არ გაუკეთებია. პირიქით, ერთი სული აქვს, ვინმეს რამე მოუვდეს და იქნებ ვინმე მოკვდეს. მთელი თავისი რეჟიმი იყო სიკვდილზე დაფუძნებული“, – განაცხადა დაჩი ცაგურიამ.
0
0